05 მარტი

  პანდემიის დროს სასწავლო პროცესის მართვასა და დღეს არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭარნალის საჯარო სკოლაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

  სასწავლო დაწესებულების პედაგოგებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან - ნადიმ ვარშანიძესთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლებთან სკოლის საჭიროებებსა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს, იმსჯელეს საკითხებზე, რომელთა ერთობლივად განხორციელებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებისათვის.

 უმაღლესი საბჭოს წევრი, კომპეტენციის ფარგლებში, პედაგოგებს  დახმარებას დაჰპირდა. შეხვედრის მონაწილეები, სკოლის ადმინისტრაციასთან და პედკოლექტივთან ერთობლივი სამომავლო პროექტების შემუშავება-განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

 ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, ანალოგიური შეხვედრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო სკოლებშიც გაგრძელდება.

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი