ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სამუშაო შეხვედრები ამჯერად მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, ბაუ - საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსა და ბათუმის N1 პოლიკლინიკის მედიკოსებთან გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება ძირითადად, პანდემისთან ბრძოლასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ და ამავე კომიტეტის წევრმა - ფატი ხალვაშმა მადლობა გადაუხადეს მედიკოსებს კოვიდსაწინააღმდეგო საქმიანობაში გაწეული საქმიანობისთვის და კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომა აღუთქვეს.
უმაღლესი საბჭოს წევრები სამუშაო შეხვედრებს სამედიცინო დაწესებულებებში პერმანენტულად გამართავენ.