27 თებერვალი

  შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში, სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 1 მარტს, მუნიციპალიტეტში არსებული 13-ვე საბავშვო ბაღი რეკომენდაციების დაცვით შეუდგება მუშაობას, ალტერნატიულ ჯგუფებში კი სწავლა 15 მარტს განახლდება.

  შეხვედრას მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი - ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი დავითაძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  შეხვედრაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი