26 თებერვალი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა,  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილება განიხილეს.

   აჭარის მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი

   სოფლის მეურნეობის მინისტრმა - გიორგი სურმანიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ცვლილება სოფლის მეურნეობის სისტემის განვითარებაზე, აგრომეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობასა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

   სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის გამარტივებული წესით განხილვის პროცედურების გაგრძელებას.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი