საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ფრიდონ ფუტკარაძემ, ფატი ხალვაშმა, მარიკა გვიანიძემ, ილია ვერძაძემ, ნადიმ ვარშანიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა - ანზორ ბოლქვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს კომუნისტური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი.
სიტყვით გამომსვლელებმა გაიხსენეს ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმესი დღე და ისტორიული წარსული, რომელმაც არაერთი თაობა შეიწირა.