21 თებერვალი

  ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში გმირულად დაღუპული რუსლან მელაძე, ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცია, რომელმაც საქართველოს სახელით პირნათლად მოიხადა ვალი სამშვიდობო მისიაში ღირსეული სამსახურით. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრომოსამსახურე 2012 წლის 21 თებერვალს, საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქდა. ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ვაშლოვანის მკვიდრი ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად, მის მშობლიურ სკოლას გმირის სახელი მიენიჭა.

  გარდაცვალებიდან 9 წლისთავზე, გმირულად დაღუპული რუსლან მელაძის საფლავი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა - ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ -ჯუმბერ დიმიტრაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და თანასოფლელებმა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი