17 თებერვალი

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) ერთობლივი პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, მეხუთე მოწვევის დეპუტატებისთვის საორიენტაციო პროგრამა ხორციელდება.

პროგრამა 17-დან 26 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს ონლაინ სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს. საორიენტაციო პროგრამის პირველი დღის თემა „საკანონმდებლო პრინციპები და საერთაშორისო გამოცდილებაა" და მას UNDP-ის საერთაშორისო ექსპერტი, წლების განმავლობაში კანადის ნოვა სკოშას ასამბლეის (Nova Scotia Assembly) დეპუტატი, შემდგომ კი რეგიონული მთავრობის საკანონმდებლო საქმიანობის ექსპერტი, პოლიტიკის ანალიტიკოსი - კევინ დევო (Kevin Deveaux) უძღვება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი