13 თებერვალი

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხევში მცხოვრები ქათამაძეების12-სულიანი ოჯახი, რომელთა შორის 2 მცირეწლოვანია, ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა.

დაზარალებულები, მერიამ დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო. უახლოეს დღეებში ოჯახს პროგრამით გათვალისწინებული, შესაბამისი ფინანსური დახმარება გაეწევა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

ხანძარი, ზემოხევში 9 თებერვალს მოხდა, რის შედეგად ქათამაძეების საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - ომარ ტაკიძემ მოინახულეს და პირველადი მოხმარების საგნები და სურსათი მიუტანეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი