11 თებერვალი

პანდემიის პირობებში ადგილზე არსებული ვითარება, მოსახლეობის სოციალური დაცვა, ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები მიმოიხილეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეების - დავით გაბაიძისა და თორნიკე რიჟვაძის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე.

საკანონმდებლო და აღმასრულებელის ხელისუფლების ხელმძღვანელებთან შეხვედრებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტების მერები, მერის მოადგილეები და სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად,  აჭარაში არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ შეფერხებულა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესი კვლავაც უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით გაგრძელდება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი