აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფატი ხალვაში და ცოტნე ანანიძე NDI-ის მიერ ორგანიზებულ ინტერმუნიციპალური ფორმატის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ. ონლაინრეჟიმში მიმდინარე შეხვედრის მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საბჭოების საბიუჯეტო პროცესებში ჩართულობა, პრაქტიკა და გამოწვევები, ასევე ადგილობრივ დონეზე ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და საბჭოების გაძლიერების მექანიზმები იყო.
შეხვედრაში, რომელსაც NDI-ის დირექტორის მოადგილე თეონა ყუფუნია, პროგრამის მენეჯერი ნინო ბოლქვაძე და მოწვეული ექსპერტი ნინო ლოლაძე უძღვებოდნენ, მონაწილეობდნენ გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები გენდერულ საკითხებში.
სამუშაო შეხვედრის შეჯამების შემდგომ, მხარეებმა უახლესი გეგმები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.