11 თებერვალი

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ იმსჯელეს.

დადგენილების პროექტი კომიტეტის წევრებს უმაღლესი საბჭოს წევრმა - ტიტე აროშიძემ წარუდგინა.

მომხსენებლის განმარტებით, პროექტი მაჟორიტარი დეპუტატების ამომრჩეველთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამ მიზნით, უმაღლესი საბჭოს 2020  წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ 28-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში - 2, 29-ე ოლქში - 1, ხოლო 30-ე ოლქში - 4 წარმომადგენელი იმუშავებს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანას.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი