ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ე.წ. გელაურის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი სავალი ნაწილის და ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთებას ითვალისწინებს. ეწყობა სანიაღვრე სისტემა, იგება მწვანე ზოლი, მონტაჟდება გარე განათება.
სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძე და ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე გაეცნენ.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ვილარის დასახლებაშიც, სადაც ეზოს მოწესრიგება დასკვნით ეტაპზეა.