ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოჩხამურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჯიხანჯურში, ცოფის შემთხვევის გამო, კარანტინი გამოცხადდა.
საკარანტინე ზონაში არ იზღუდება მოსახლეობის გადაადგილება. ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დროულად მიაწოდეს ინფორმაცია შეზღუდვებთან და პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
სპეციალისტთა განცხადებით, ამ ეტაპზე აჟიოტაჟისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს და ადგილობრივი თვითმმართველობა მზადაა, შესაძლებლობის ფარგლებში, დაეხმაროს მოსახლეობას.
საკარანტინე ზონაში არსებულ მდგომარეობას ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძე, მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან და მერის მოადგილესთან - ლევან ზოიძესთან ერთად გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას, კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომას დაჰპირდნენ.