25 იანვარი

 სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით აჭარის მუნიციპალიტეტებში  საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრები გრძელდება.

 ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით წარიმართება.

 სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა უნდა იმუშაონ დადგენილი წესების და სამედიცინო პროტოკოლის დაცვით. სახელმწიფო პროგრამით მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ.

 შეხვედრას ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში- ფრიდონ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე -ილია ვერძაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი