ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი განიხილეს.
საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრმა - ფატი ხალვაშმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, 5 თავისა და 10 მუხლისაგან შემდგარი დებულების პროექტით, გენდერული თანასწორობის საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, სტრუქტურა, შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტის ბიუროსათვის წარდგენას მისი პლენარულ სხდომაზე გატანის მიზნით.