20 იანვარი

  აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, თოვს ქობულეთშიც. მუნიციპალიტეტის მაღალ სოფლებში თოვლის საფარმა 10-15 სანტიმეტრს მიაღწია. გზების გაწმენდით სამუშაოებზე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტის ტექნიკა მუშაობს.

  მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებას ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ცოტნე ანანიძე და ზაალ მიქელაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი