12 იანვარი

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე,  ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე  ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც, უხვი ნალექის შედეგად,  მეწყრული პროცესები განვითარდა.

 ადიდებულმა მდინარემ, სოფელ საციხურში, საავტომობილო გზა დააზიანა, რომლითაც ხუთი სოფლის მოსახლეობა (აგარა, საციხური, გელაურა, პანტნარი, ნამონასტრევი) სარგებლობს. აღნიშნულ სოფლებში გადაადგილება შესაძლებელია შემოვლითი გზით, სოფელ ვანაძეებიდან.

 ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას, დაათვალიერეს გზების გაწმენდითი სამუშაოები და საჭიროების შემთხვევაში გასატარებელ ოპერატიულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი