დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად.
უმაღლესი საბჭოს წევრის - დავით გაბაიძის მიერ ბიუროს რიგით მე-6 სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს, ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
ამავე სხდომაზე განიხილეს და მიიღეს უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის დეტალური განწერის დამტკიცების შესახებ საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსის - ზურაბ ჭურკვეიძის მიერ წარმოდგენილი საკითხი.