29 დეკემბერი

 შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 18 წლამდე შშმ პირებს, მარტოხელა პენსიონერებს, მრავალშვილიან და ომში დაღუპულთა ოჯახებს სასურსათო კალათები გადაეცემათ. აჭარის მთავრობამ, პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით,  არაერთი ღონისძიება განახორციელა, მათ შორისაა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასურსათო ამანათებით უზრუნველყოფა, რამაც მომავალი წლის ბიუჯეტში პროგრამული სახე მიიღო.

 სასურსათო კალათები  აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლებს აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ფრიდონ ფუტკარაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაურიგეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი