28 დეკემბერი

 ჭარნალისა და ახალსოფლის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სადღესასწაულო საჩუქრები აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ფრიდონ ფუტკარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა, ასევე ახლახანს დასრულებული, რეაბილიტირებული ახალსოფლის საბავშვო ბაღის ეზოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

 უმაღლესი საბჭოს წევრის ინიციატივით საახალწლო საჩუქრები რამოდენიმე სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო.

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 18  საბავშვო ბაღის აღსაზრდელი საახალწლოდ ტკბილეულსა და საკანცელარიო ნივთებს მიიღებს.