წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი სვიშევსკის ქუჩა, მალე სრულიად ახალ სიცოცხლეს შეიძენს - სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, აქ გზის საფარის დაგება დაიწყო, კეთდება ბორდიურები და ტროტუარები. პარალელურად, დაწყებულია სვიშევსკის ქუჩაზე მდებარე შესახვევებისა და ჩიხების კეთილმოწყობაც, რაც მოსახლეობას წლობით გადაუჭრელ პრობლემებს მოუგვარებს.
მიმდინარე სამუშაოები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან - არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქის სხვადასხვა უბნებში მიმდინარე სკვერების, სპორტული მოედნებისა და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სხვა სამუშაოებსაც გაეცვნენ.