26 დეკემბერი

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი მოსახლეობის სასურსათო კალათებით უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ოჯახებს ეწვივნენ.

     კოვიდინფექციიდან გამომდინარე, აჭარის მთავრობის ინიციატივით, ოჯახებს, რომელთა სოციალური მდგომარეობა გაუარესდა, სასურსათო კალათების დარიგება ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის პერიოდშიც განხორციელდა.

     რეგიონის ხელისუფლებამ ანალოგიური გადაწყვეტილება, მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის მიზნით, კორონა ვირუსის მეორე ტალღის გავრცელების შემდეგაც მიიღო. ამ ეტაპზე სასურსათო კალათებით 5200 სოციალურად დაუცველი ოჯახის უზრუნველყოფაა გათვალისწინებული. ბათუმის მერიამ, რეგიონის ხელისუფლებასთან ერთად, პროდუქტები 4578 ოჯახს უკვე გადასცა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი