24 დეკემბერი

 საკომიტეტო მოსმენების შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის საკითხი განიხილეს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი მანველიძე უძღვებოდა.

 მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ პოლიტიკურ გუნდს გამოცხადებული ნდობისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა  და რეგიონისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრა.

„ჩვენ ყველას ხელისუფლება ვართ, მიუხედავად იმისა, მოგვცეს თუ არა ხმა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად პანდემიის ფონზე, სწორი გადაწყვეტილებებით მოსახლეობის სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათი სოციალური დაცვა, ხოლო პოსტპანდემიურ პერიოდში სწრაფი, ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკით, ტურიზმისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების ხელშეწყობით, უმუშევრობის მინიმუმადე შემცირება დაასახელა, რაც მისივე განცხადებით, გუნდურობის პრინციპებით მიიღწევა.

 ფრაქციის 14-ვე წევრმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა მთავრობის შემადგენლობას და მხარი დაუჭირა მათ კანდიდატურებს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი