24 დეკემბერი

 საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის საკითხი ბიუროს სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მიიღეს.

 აჭარის მთავრობის შემადგენლობა და 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა ორი კომიტეტის წევრებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ წარუდგინა.

 მომხსენებელმა სიტყვით გამოსვლისას, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებელთა მხარდაჭერაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით მიმდინარე თუ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაციული მუშაობის მნიშვნელობას, ასევე მოისმინა უმაღლესი საბჭოს წევრთა მოსაზრებები.

 თორნიკე რიჟვაძემ წარმატებები უსურვა მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოს და იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით გატარებული ღონისძიებები კვლავაც წარმატებით გაგრძელდება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი