„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნდობის მანდატი, რომელიც მოსახლეობისგან მივიღეთ, ამიტომ, პირველ რიგში, მხარდაჭირისათვის მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხსა და პოლიტიკურ გუნდს“, - ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა - თორნიკე რიჟვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე მოუსმინეს.
თორნიკე რიჟვაძემ, სამოქმედო გეგმის წარდგენისას, ყურადღება კოვიდინფექციასა და მასთან დაკავშირებით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე გაამახვილა, ისაუბრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, სიახლეებზე.
ერთობლივ სხდომას მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის მიერ დასახელებეული მინისტრების კანდიდატები ესწრებოდნენ: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი - ჯაბა ფუტკარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი - მაია ხაჯიშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი - ნინო ნიჟარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი - გიორგი სურმანიძე.
კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ, თორნიკე რიჟვაძემ ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებებით გათვალიწინებულ პროგრამებზე, ასევე პოსტპანდემიურ პერიოდზე გათვლილ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.
ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის ბიუროზე წარდგენას.