„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-3 სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.
საკითხი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარინე გვიანიძემ წარუდგინა.
ბიურომ ამავე სხდომაზე ცნობად მიიღო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - დავით ბაციკაძის მიერ წამოდგენილი ინფორმაცია ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი ჩავლეიშვილის არჩევის შესახებ.