აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, მედიცინის მუშაკთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, კოვიდინფექციასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი მედიკოსები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრების, ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 42 წარმომადგენელი აჭარის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ მედიკოსებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ დაუღალავი შრომისა და თავგანწირვისათვის, რასაც ისინი კოვიდინფექციასთან ბრძოლაში იჩენენ.
მედიკოსებისა და ყველა შესაბამისი სამსახურის თავდადებასა და დამსახურებაზე ისაუბრეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ფატი ხალვაშმა, ლაშა სირაბიძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა.
მედიკოსებმა უმაღლეს საბჭოს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, მის აპარატს მადლობა გადაუხადეს აქტიური თანამშრომლობისა და თანადგომისათვის.