„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის - ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებები გარკვეული ეკონომიებითა და პანდემიის მიზეზით რიგი ღონისძიებების შეუსრულებლობითაა განპირობებული. მომხსენებლის განცხადებით, კორექტირებული ბიუჯეტი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამების ხელშეწყობასა და დაწყებული პროექტების შეუფერხებლად რეალიზებაზეა ორიენტირებული.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.