საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ტიტე აროშიძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გიორგი მანველიძეს შეხვდა.
პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული საკონსულტაციო შეხვედრის მთავარი თემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა იყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს პრეზიდენტი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურებს.