„მე გავაკეთე ჩემი მოქალაქეობრივი არჩევანი. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამასთან, მინდა ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო - ნუ დაეზარებათ მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის უფლებაა და უნდა მოვახდინოთ ამ უფლების რეალიზება - გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, რომელმაც მეორე ტურში თავისი არჩევანი, მეუღლესთან ერთად, ქალაქ ბათუმის 49-ე უბანზე დააფიქსირა.