„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და მისი შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტი დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თორნიკე კუჭავას მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 328 474, 0 ათასი ლარი, მომავალი წლის საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 290 000, 0 ათასი ლარითაა განსაზღვრული.
კანონის პროექტის მუხლობრივი განხილვის შემდეგ მინისტრმა ისაუბრა პრიორიტეტების დოკუმენტზეც. თორნიკე კუჭავას განმარტებით, მომავალი წლის პრიორიტეტები მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად განისაზღვრა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტთან და წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.
კომიტეტმა ასევე განიხილა და ცნობად მიიღო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.