17 ნოემბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და  2021-2024 წლების პრიორიტეტები განიხილეს.

  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - თორნიკე კუჭავამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობების  საპროგნოზო მაჩვენებელი 328 474, 0 ათასი ლარითაა განსაზღვრული. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  2021 წლის ბიუჯეტი კი, პროექტის თანახმად,  58 774,6 ათასი ლარია.

  კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონის პროექტისა და  პროირიტეტების დოკუმენტის წამყვანი კომიტეტისთვის წარდგენის საკითხს.

  კომიტეტმა ამავე სხდომაზე განიხილა და ცნობად მიიღო 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თორნიკე კუჭავამ წარმოადგინა.

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი