დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მადეირას ავტონომიური რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეის პრეზიდენტთან ხოსე მანუელ როდრიგესთან.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში გიორგი მირცხულავა.
მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოებს შორის სამომავლო თანამშრომლობის სფეროები განიხილეს და COVID 19 – ის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.