27 სექტემბერი

 სოხუმის დაცემიდან 27 წლის შემდეგ, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ბათუმში,  გმირთა  ხეივანში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - არჩილ ჩიქოვანმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და ომის ვეტერანებთან ერთად, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას მემორიალი. ის, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს სეპარატისტებმა.  

 სამარადისო ხსოვნა გმირებს!

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი