აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს „კულტურის მხარდაჭერის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას. შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
პროექტი კოლეგებს მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა - ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარუდგინა. კანონის პროექტის მიზანი აჭარის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სფეროების, მათ შორის - კულტურის მხარდამჭერი ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის მიღებაა, რაც გაზრდის კულტურის სფეროს მხარდაჭერის საკანონმდებლო გარანტიებს; ასევე კულტურის დაფინანსების მდგრადი და გამჭვირვალე მექანიზმების მხარდაჭერა და ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ძირითადი მიზნებისა და პრინციპების განსაზღვრაა.
სხდომაზე ასევე განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონის პროექტები აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა.