11 სექტემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „კულტურის მხარდაჭერის შესახებ“ და მისგან გამომდინარე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედირო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

  საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტის წევრებს  მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა - ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარუდგინა. მისი განცხადებით,  კანონის პროექტი მიზნად ისახავს აჭარის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სფეროების, მათ შორის - კულტურის მხარდამჭერი ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის მიღებას, რაც გაზრდის კულტურის სფეროს მხარდაჭერის  საკანონმდებლო გარანტიებს; ასევე  კულტურის დაფინანსების მდგრადი და გამჭვირვალე მექანიზმების მხარდაჭერასა და ხელისუფლების  ორგანოების საქმიანობის ძირითადი   მიზნებისა და პრინციპების განსაზღვრას.     

   კომიტეტმა ინიციატივა პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

 

 

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი