აჭარის უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება განიხილეს.
აღნიშნული პერიოდი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმატებულად შეაფასა.
კომიტეტის წევრებმა მინისტრის მოხსენება ცნობად მიიღეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი საკითხის ბიუროს სხდომაზე გატანას.