24 აგვისტო

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

  როგორც მომხსენებელმა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აღნიშნა,  ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების კარგი მაჩვენებელი პირველი კვარტლის წარმატებით შესრულებითაა განპირობებული. საანგარიშო პერიოდში შემოსულობების ნაწილი - 93,3, ხოლო გადასახდელები - 67,7 %-ია. კითხვა-პასუხის ასრულების შემდეგ კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

  სხდომაზე საქართველოს კანონის პროექტი „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ  ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა. მასში ასახულია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები.

  კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის ბიუროს სხდომაზე გატანას.

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი