2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვას დაეთმო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა.
კომიტეტის წევრებს ორი კვარტლის მიმდინარეობაზე სრული ინფორმაცია ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ და თანამომხსენებელმა - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გააცნეს.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, მომხსენებლებმა უპასუხეს კომიტეტის წევრების შეკითხვებს და განმარტეს ცალკეულ, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული დეტალები.
წარმოდგენილი ანგარიში კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.