აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება განიხილეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა.
შესაბამისი მოხსენება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი საანგარიშო პერიოდში შემოსულობების ნაწილში - 93,3, ხოლო გადასახდელების ნაწილში - 67,7 %-ით შესრულდა. მინისტრისავე განმარტებით, საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების კარგი მაჩვენებელი პირველი კვარტლის წარმატებით შესრულებამ განაპირობა.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.