11 აგვისტო

 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - კანონისპროექტი, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ წარადგინა.
 მინისტრის განმარტებით, ინიცრიებული პროექტი ითვალიწინებს - 2017 -2018 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების „სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით“ ქვეპროგრამების „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ ბენეფიციარებზე (ფიზიკური პირები, კოოპერატივი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოქმნილი დავალიანების ქვეპროგრამით განსაზღვრული თანაგადახდისათვის გათვალისწინებული გადაუხდელი თანხა და აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული გადაუხდელი პირგასამტეხლოს ჩამოწერა.
 ტიტე აროშიძემ უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს.
 კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ კომიტეტმა კანონის პროექტი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი