კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ“ , რომელიც რეგიონის ღვაწლმოსილი და განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის ჯილდოს დაწესებას ითვალისწინებს, დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის - დავით გაბაიძის ამ ინიციატივის I მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვას.
სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ნინო ჩხეტიას მიერ ინიცირებული კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტის პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განხილვას.