აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, ღია მმართველობის საბჭოს 2020 -2021 წლების სამოქმედო გეგმისთვის წარმოდგენილი ინიციატივები და რეკომენდაციები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებს შესაბამისი ინიციატივები, საკანონმდებლო ორგანოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ და უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ, ღია მმართველობის საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა გააცნეს.
სამუშაო შეხვედრის მიზანი უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური ღიაობის გაძლიერებაა. ღონისძიება, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტთან - IDFI-სთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობითაა ორგანიზებული, ორ დღეს გაგრძელდება.