06 აგვისტო

 საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში  შესატანი ცვლილებები მომზადებულად მიაჩნია და მხარს უჭერს მის პლენარულ სხდომაზე გატანას. აჭარის  მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

 კანონის პროექტის თანახმად, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 306 974, 6 ათასი ლარითაა განსაზღვრული, ხარჯვითი ნაწილი კი - 338 474,6 ათას ლარს შეადგენს.

 მომხსენებლის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, რეგიონში კვლავ შეუფერხებლად  გაგრძელდება ყველა  პროგრამა და პროექტი, ამასთან 10 მილიონი ლარით იზრდება კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი და ეს თანხა საკარანტინე სივრცეებისთვისაა გათვალისწინებული.

 უმნიშვნელოვანესი პროექტების გაგრძელებისა და დღეს არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით, იზრდება განათლების, კულტურისა და სპორტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების ბიუჯეტები. ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად გაგრძელება-დასრულებისათვის 10 მილიონი ლარით იზრდება ბათუმის მუნიციპალიტეტის კაპიტალური ტრანსფერი. რაც შეეხება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მისი ბიუჯეტი, პროექტის თანახმად, 26 მილიონ 837 ათასი ლარია და რიგ პროგრამებში  ბენეფიციართა რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი