„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილები უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისთვის მომზადებულია. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მე-18 სხდომაზე მიიღეს. კანონის პროექტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა.
ბიურომ მხარი დაუჭირა ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.