05 ივლისი

 „დღეს უმაღლესმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება -  მესამე მოსმენით მივიღეთ აჭარის კონსტიტუციურ კანონში ცვლილება, რომლითაც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების სისტემა, გარკვეული დათქმებით, იცვლება პროპორციულით. მინდა მივულოცო ჩვენს მოსახლეობას და მათ შორის პოლიტიკურ სპექტრსაც, რომელიც ფიქრობს, რომ ეს სისტემა გააკეთილშობილებს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას“, - ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ 3 ივლისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის 5 ივლისის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც მესამე მოსმენით, 15 ხმით დამტკიცდა კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 კანონის პროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითავლისწინებს, სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

 სხდომაზე, ასევე  15 ხმით მიიღეს დავით გაბაიძის მიერ სხდომაზე გამოტანილი  უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი _ ,,საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“ .

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი