აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.
კანონის პროექტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა, შენიშვნების გათვალისწინებით, 15 ხმით მიიღეს.