აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, მერაბ კარანაძის, დავით ბაციკაძის, ილია ვერძაძის, ირაკლი ჭეიშვილის, ნინო ჩხეტიას, ნუგზარ სურმანიძის, ვახტანგ წულაძის, ცოტნე ანანიძის, გიორგი მანველიძის, ვლადიმერ მგალობლიშვილის, დავით თედორაძის, ხვიჩა შარაშიძისა და გიორგი რომანაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.
რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტმა კანონის პროექტში ასახა პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები და მხარი დაუჭირა მის რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით განხილვას.