აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის რეპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა.
საბიუჯეტო მუხლების შესრულების მაჩვენებლებისა და საგანგებო მდგომარეობისას ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორცილებული საშეღავათო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღო.
დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. კომიტეტმა შემდგომი პროცედურების გაგრძელებისათვის საკითხის ბიუროზე წარდგენას მხარი დაუჭირა.