აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით 22-ე სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საკითხი განიხილეს.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს, ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.